ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა - თინა ბოკუჩავა

13.04.21 16:11
ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა - თინა ბოკუჩავა

ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აპირებდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავა ხელისუფლებას სიცრუის კამპანიაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩნოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს ოპოზიციონერ ლიდერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შეეძლო, ტყუილი აღმოჩნდა.  

მოსამართლე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ვერ შეძლებდა. ნათელი იყო, რომ  ის პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. მოსაფიქრებლად არც გასულა, ადგილზე დატოვა ძალაში პატიმრობის მოთხოვნა და მთელი აბსურდი ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში, ნიკამ ამაში ძალიან ამხილა პროკურატურა და „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, მათ შორის, უცხოელებთან და საზოგადოების წინაშე, ამტკიცებდნენ იმას, რომ თუ ნიკა მელიას სურდა გირაოს გადახდა, ამის შესაძლებლობა არსებობდა და დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მოეთხოვათ გირაო, მოითხოვეს პატიმრობა და ამით გააბათილეს ის სიცრუის  კამპანია, რომელსაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“ ბოლო ორი თვის განმავლობაში, - განაცხადა ბოკუჩავამ.
 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.  გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ  გამოაცხადა.