რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა - საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება

03.05.22 17:06
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა - საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. გოფოძე ამბობს, რომ გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ცნობილია, რომ საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება, მათ შოპრის თანამდებობაზე არც დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე რჩება. სამსახურიდან ასევე უშვებენ ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებს. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა  აუდიტის შესვლის  შემდეგ მიიღო. გოფოძე ირწმუნება, რომ საკადრო წმენდა აუდიტის დასკვნას არ უკავშირდება. 

ცვლილებები შეეხო მენეჯმენტსო და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ქალბატონო ლიკა იქნება ახლა ჩვენი დირექტორი, ჩვენ შეხვხვდით და ვისაუბრეთ დღეს. გამოცდილი ადამიანია, პროფესიონალია", - ამბობს ლევან გოფოძე 

 ახალ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა. ახალმა დირექტორმა "ტვ პირველთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა.  

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში აუდიტი შეაგზავნა.