თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მივიღებთ ფატალურ გამოსავალს - ექიმები სააკაშვილის მდგომარეობაზე
მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია - ამის შესახებ ექიმები აცხადებენ და მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. მედიკოსების თქმით, მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ამჟამად, არა ექიმები, არამედ, საქართველოს ხელისუფლებაა.
უმჯობესია, რომ შევინარჩუნოთ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრება და აღვუდგინოთ ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა უკეთესია, რომ გავაცილოთ აქაურობას. ამ სტრესულ მდგომარეობას და მკურნალობა გააგრძელოს სადმე სხვა ქვეყანაში. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მივიღებთ ძალიან ფატალურ გამოსავალს. ამიტომ ეხლა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხალხს, ვინც არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. პასუხისმგებელი ექიმები არ არიან, ვინაიდან ექიმები მას არ მკურნალობენ, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო", - ამბობს გიორგი გრიგოლია.
მძიმე მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობს სწორ გზაზე არ დგას მკურნალობა განა არ მიმდინარეობს, მედიკამენტები მას ეძლევა, მაგრამ არის რაღაცეები რასაც არ იღებს იმიტომ, რომ მას თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობები აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური აქტივობა არ აქვს, დეპრესია აქვს და ანორექსია აქვს დაწყებული.ანორექსია ნიშნავს, რომ ვერ იღებს საკვებს ადეკვატური რაოდენობით. ჰოსპიტალიზაცია მას არ სჭირდება, ის უნდა მივიდეს ნეირო-ქირურგიულ კლინიკაში, ფიზიკური თერაპიის კლინიკაში", - ამბობს თენგიზ წულაძე.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე მსიი თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე იმყოფება.