ევროპა ყველაფერს აკეთებს, რათა სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას - ნიკა მელია
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით ევროპა შეწუხებულია- ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" ლიდერმა განაცხადა. ვილნიუსში კონფერენციაზე მყოფი ნიკა მელია ამბობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საპატიმრო მალე დატოვოს.
,,ქართული ოცნება" არ დგას იქ, სადაც მსოფლიოს ცივილიზებული ძალებია. ის არ დგას იმ მხარეს, რომელსაც ჰქვია დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით ხალხი არის, რბილად რომ ვთქვათ, შეწუხებული. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მესამე პრეზიდენტმა რაც შეიძლება, სწრაფად დატოვოს საპატიმრო და ის გადაყვანილ ი9ქნას ევროპის შესაბამის კლინიკაში - განაცხადა ნიკა მელიამ.