ჩვენი პასუხი იქნება უფრო მწვავე და ინტენსიური პროტესტი - სამოქალაქო აქტივისტები

13.04.21 16:12
ჩვენი პასუხი იქნება უფრო მწვავე და ინტენსიური პროტესტი - სამოქალაქო აქტივისტები

სამოქალაქო აქტივისტები ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შემდეგ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ნიკა ფარულავას თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება კრემლის დაკვეთა იყო. მელიას მხარდასაჭერად აქტივისტებმა სასამართლოსთან ბანერი გაშალეს წარწერით  "თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს".

დაკავების მომენტიდან ვიცით, რომ ნიკა მელია დააკავეს გავრილოვის დაკვეთით, ივანიშვილის სასამართლომ. გადაწყვეტილება გამოიტანეს კრემლის დაკვეთით, კიდევ ერთხელ ივანიშვილმა გვითხრა, რომ ამ ქვეყანაში არ სურს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რომელმაც შესაძლებელია, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება გამოიწვიოს. ჩვენი პასუხი იქნება შემდეგი: უფრო მწვავე, ხისტი და ინტენსიური პროტესტი - ამბობს ნიკა ფარულავა. 

"ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე, ნიკა მელია, პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.  

მსგავსი სიახლეები