რა მისიით შეხვდა და რა თემებზე ელაპარაკა პრემიერი პატრიარქს?
რა მისიით შეხვდა და რა თემებზე ელაპარაკა პრემიერი პატრიარქს - ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორეს შეხვედრა საპატრიარქოს რეზიდენციაში რამდენიმე საათის წინ შედგა.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ილია მეორეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
განიხილეს თუ არა მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქმე უცნობია.
პრემიერისა და პატრიარქის შეხვდრის ფოტომასალა მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის ოჯახი ილია მეორესთან შეხვდრას ითხოვდა, თუმცა საპატრიარქოდან ოჯახს უთხრეს, რომ ილია მეორე შეუძლოდ იყო და შეხვედრას ვერ შეძლებდა.