გარევაჭრობა სერიოზული დისკომფორტია ადამიანებისთვის - კალაძის პასუხი გარემოვაჭრეებს
კახი კალაძე დედაქალაქის გარემოვაჭრეებისგან წმენდას ისევ აანონსებს - თბილისის მერი აცხადებს, რომ გარევაჭრობა თბილისის ყველა უბანში აიკრძალება.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჯერად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს და გარემოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე.
ამ ადამიანების გადაყვანა მოხდა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის და აგრძელებენ თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ხდება კატეგორიულად მიუღებელია. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით გადაადგილება უქმნის პრობლემებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი დედაქალაქის მერიამ შიმშილისთვის გაწირა, რადგან ბაზარში ადგილი გაცილებით ძვირია და მათ გადახდის საშუალება არ აქვთ.