სამარცხვინო! - თემურ ჯანაშია სოზარ სუბარის განცხადებაზე
მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის, განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი სახალხო დამცველი ასეთი სახის განცხადებებს აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინოა. მე არაპროფესიონალების აზრს ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი - ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადებაა და არაფერს ნიშნავს. ეს ადამიანები არ არიან იმისთვის გაჩენილები, რომ საკუთარ ხალხს ემსახურონ, იყვნენ ჰუმანურები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან და ასრულებენ იმ დაკვეთას, რომელიც პუტინისგან მოდის.
ციხეების ყოფილი მინისტრი და მოქმედი დეპუტატი, სოზარ სუბარი, მიხეილ სააკაშვილს სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
სუბარი სამედიცინო კონსილიუმის ერთ- ერთი ექიმის ნათქვამ ფრაზას ეყრდნობა, სადაც თენგიზ წულაძე ამბობს, რომ სააკაშვილს მიდრეკილებები აქვს სუიციდისკენ.