უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს არ ეკითხებათ, ვინ იქნება ჩვენს მთავრობაში, თავიანთ საქმეს მიხედონ - დავითულიანი

04.05.22 13:20
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს არ ეკითხებათ, ვინ იქნება ჩვენს მთავრობაში, თავიანთ საქმეს მიხედონ - დავითულიანი

"თავიანთ საქმეს მიხედონ" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი, ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის, ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების ფარულ კავშირებზე.

უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება. თავიანთ საქმეს მიხედონ, ურჩევნიათ, ძებნილ პირებს როცა ნიშნავენ მაღალ თანამდებებზე, ამაზე რომ მკაცრი პასუხი არ გვაქვს და რბილად ვეუბნებით იმიტომ, რომ მეგობარი ქვეყანაა, ამის საპასუხოდ ნუ ვიღებთ იმ აგრესიას, რომელიც არ დაგვიმსახურებია", - ამბობს ბექა დავითულიანი.