ივანიშვილი ქართული წარმომავლობის რუსი ოლიგარქია - სამადაშვილი

04.05.22 13:17
 ივანიშვილი ქართული წარმომავლობის რუსი ოლიგარქია - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, უკრაინის მთავრობის წევრების  განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის რუსულ კავშირებზე ისედაც ცნობილი იყო. საქმე ეხება მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბრობს. 

განცხადებები, რაც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მოითხოვს არგუმენტირებულ დასაბუთებულ პასუხს, მოითხოვს ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას და არა თავდასხმის რეჟიმს, რასაც ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან.

ის, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, ამაზე უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია ჩვენ არ გვჭირდება, ვფიქრობ, რომ საჯარო სივრცეში დიდი ხანია ცნობილია. ის არის ქართული წარმომავლობის რუსი ოლიგარქი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.