"რუსთავი 2"- ის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - ნიკა გვარამია დღეს სასამართლოს შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - მედიამენეჯერს გამოძიება "რუსთავი-2"- ის თანხების გაფლანგვას ედავება.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად კრიტიკული არხის მედიამენეჯერის განეიტრალებას ისახავს.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სასამართლოს დღეს შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე წარსდგება დასკვნითი სიტყვით. არანაირი სამართლიანი არგუმენტი, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, არ არსებობს. თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება, რომ დააპატიმროს ნიკა გვარამია და ჩაახშოს კრიტიკული, დამოუკიდებელი ტელევიზია"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქმის განხილვა უკვე 2 წელი და 7 თვეა, მიმდინარეობს.