მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია - კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
"ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი" - დედაქალაქის მერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების არ სჯერა.
"ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელის მოხდა მოუწევს:
მინდა, დავამშვიდო ,,ნაციონალურ მოძრაობა" - ვეტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა. მას ექვსი წელი უკვე მიესაჯა. დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. მას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს"- თქვა მან.