ვინ ეკითხება პოდოლიაკს, რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა - ზარქუა

04.05.22 15:00
ვინ ეკითხება პოდოლიაკს, რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა - ზარქუა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს "ვიგინდარას" უწოდებს. "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

ზარქუა პოდოლიაკის  იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბრობს. 

გრძელდება ეტყობა საინფორმაციო ომი, დღეს გამოვარდა, პოდოლიაკია თუ არ ვცდები, ესეც ნუ ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე რა, ადამიანო, მიხედე, ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას, იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ამბობენ ხალხმა უნდა იმასქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს?! რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში, ისიც და კიდევ ბევრი სხვაც და ამაზე უკრაინელი ხალხი თვითონ იტყვის ხმამაღლა და გააკეთებენ განცხადებას", - თქვა ზარქუამ.