პოდოლიაკი არის სამარცხვინო არსება, მოიკითხეთ რა ცხოვრებით ცხოვრობდა, რას წარმოადგენდა - კალაძე

04.05.22 15:02
პოდოლიაკი არის სამარცხვინო არსება, მოიკითხეთ რა ცხოვრებით ცხოვრობდა, რას წარმოადგენდა - კალაძე

თბილისი მერი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს "სამარცხვინო არსებას" უწოდებს. 

კალაძე  პოდოლიაკის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის  ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბრობს. 

პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება მარტივად, ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო. ნახეთ ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი", - თქვა კახა კალაძემ.