მმართველმა ძალამ ყველა ფანჯარა დახურა - მამუკა ხაზარაძე

13.04.21 16:47
მმართველმა ძალამ ყველა ფანჯარა დახურა - მამუკა ხაზარაძე

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება - ოცნების სასამართლო და პროკურატურა - განაცხადა ,,ლელოს" ლიდერმა. მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ,,ქართულ ოცნებას" ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა არ სჭირდება, მას საზოგადოების პოლარიზება სურს.

ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ, ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს. 
,,ქართულ ოცნებას" არ უნდა  ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება, რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
 ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით ,, ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს. 
,,ქართულმა ოცნებამ" დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. 
მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.