რა სამწუხაროა, ამდენი "უნდა"-ს ძახილი - პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე

13.04.21 17:00
რა სამწუხაროა, ამდენი "უნდა"-ს ძახილი - პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე

რა სამწუხაროა, ამდენი "უნდა"-ს ძახილი  - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას.

რა სამწუხაროა, ამდენი "უნდა"-ს ძახილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
სწორედ ეს უნდა-უნდათი გატაცება მიუთითებს, თუ ჯერ კიდევ რამდენად ცუდად არის ჩვენთან გაგებული, რას ნიშნავს დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
და ეს იმ ფონზე, როცა ISFED-ს, ანგარიშვალდებულების მიმართ სათანადო დამოკიდებულება რომ გამოეჩინა, აქამდე "უნდა" გაესაჯაროებინა იმ უბნების სია, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ უბნების 8%-ზე იყო მეტობა - წერს პაპუაშვილი. 

 

 

 

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს ამერიკელ სენატორებს საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის  თაობაზე.

მსგავსი სიახლეები