გაჩუქებთ ჩემს მოწმობას, რომელსაც 29 წელია, ვატარებ - დაპირისპირება პროკურორ დარჯანიასა და მელიას შორის

13.04.21 18:09
გაჩუქებთ ჩემს მოწმობას, რომელსაც 29 წელია, ვატარებ - დაპირისპირება პროკურორ დარჯანიასა და მელიას შორის

 სასამართლო პროცესზე  პროკურორ ია დარჯანიასა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

დარჯანიამ ნიკა მელიას უთხრა, რომ აფხაზეთიდან დევნილია და ომშიც არის ნამყოფი.

29 წელია, ვატარებ ამ მოწმობას და მინდა, გაჩუქოთ თქვენ. მე დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ომშიც ვარ ნამყოფი. წელიწადი და სამი თვე დაბომბვებში ვცხოვრობდი. თქვენგან განსხვავებით, რუსთაველზე არ ვიდექი.  დარწმუნებული ვარ, თქვენ ჯარშიც არ ყოფილხართ - განაცხადა ია დარჯანიამ. 

ამის შემდეგ ნიკა მელია დაინტერესდა, როგორც პროკურორი საუბრობს, თუ  როგორც "შოთაძე". 

როცა საქმე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, თქვენთან ვარ, მაგრამ ახლა ბრალი ეხება თბილისის შუაგულში, თბილისის ცენტრში, არსებულ სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმას - მიმართა პროკურორმა მელიას.

მელიამ კი პროკურორებს  უთხრა, რომ ისინი პროპაგანდით საზრდოობენ.

ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი არც ერთი პირი არ ამბობდა, რომ ისტორიის არასწორ მხარეს იყო. ყველა ამბობდა, რომ საქართველო უყვარდა. თენგიზ კიტოვანი რამდენი წლისაა და თქვენზე უფრო მეტად პატრიოტულ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ერმა იცის ყველაფერი- თქვა მელიამ დარჯანიას მისამართით.