მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღმკვეთი ღონისძიება, დაცვას არაფერი გაუკეთებია - გულუაშვილი

13.04.21 18:11
მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღმკვეთი ღონისძიება, დაცვას არაფერი გაუკეთებია  - გულუაშვილი

ნიკა მელიას საქმის პროკურორი, ამირან გულუაშვილი, ამბობს, რომ  დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით მოსამართლისთვის  შუამდგომლობით არ მიუმართავს.

ბრალდების მხარემ სასამართლოზე მიმართა დაცვის მხარეს, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში ისინი გირაოს მოთხოვნას დააყენებდნენ, თუმცა დაცვის მხარემ მოითხოვა ნიკა მელიასთვის ყველანაირი აღკვეთის ღონისძიების გაუქმება. გულუაშვილის თქმით, ამ გარემოების გამო მათ გირაოს თაობაზე შუამდგომლობა ვეღარ დააყენეს და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღმკვეთ ღონისძიებას საკუთარი ინიციატივით გადახედა. 

ბრალდების მხარეს დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ან მის შესცვლასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ისევე როგორც ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია არც დაცვის მხარეს. მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიება.

დაცვის მხარემ დღეს მოსამართლის წინაშე განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს არც ერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ნიკანორ მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია. შესაბამისად, ეს არის ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე. დაცვის მხარეს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ამის გამო ბრალდების მხარე ვერ ვიშუამდგომლებით გირაოს შეცვლაზე , ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ დაცვის მხარეს არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი -  ამბობს ამირან გულუაშვილი.