პოლიციამ პროტესტს რკინის ბარიკადებით უპასუხა - ხმაური გუმათჰესთან (ვიდეო)

14.04.21 10:32
პოლიციამ პროტესტს რკინის ბარიკადებით უპასუხა - ხმაური გუმათჰესთან (ვიდეო)

ხმაურია ამ წუთებში გუმათჰესთან, სადაც პოლიციამ დილის 5 საათზე რკინის ბარიკადები აღმართა. 

ფაქტს რიონის ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელების დარტყმით აპროტესტებენ.

რიონის მცველები სამართალდამცავებს სთხოვენ, სოფელ გუმათჰესთან აღმართულული ბლოკპოსტი აიღონ და პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

გუშინ აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ENKA-ს ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ აქტივისტებსა და მოსახლეობას გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.