77 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან - კიკვიძის ბაღში პრეზიდენტი არ მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, კიკვიძის ბაღში ამ დრომდე არ გამოჩენილა. მთავარსარდალმა ადგილზე, ცერემონიალზე, სადაც ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77-ე წლისთავს აღნიშნავენ, მხოლოდ გვირგვინი გააგზავნა.
დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. ღონისძიება თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნებოდა, თუმცა ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მერიამ ვეტერანებს შეკრება კიკვიძის პარკში შესთავაზა.