წითელი დროშა, ნამგალი და ურო- გორში 9 მაისს კანონით აკრძალული სიმბოლიკა გამოფინეს

09.05.22 13:11
წითელი დროშა, ნამგალი და ურო- გორში 9 მაისს კანონით აკრძალული სიმბოლიკა გამოფინეს

საბჭოური წითელი დროშა, ნამგალი, ურო- საქართველოს კონსტიტუციით აკრძალული სიმბოლიკითა და სტალინის სურათებით ამ წუთებში გორის ცენტრში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს კომუნისტები და სტალინისტები აღნიშნავენ

გორში მოქალაქეების ჯგუფი ითხოვს,  რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისა და საბჭოთა კავშირის აღდგენას.

მოქალაქეები გეგმავენ, მსვლელობით მივიდნენ გორიის მერიამდე და ქალაქის ხელმძღვანელობისგან სტალინის ძეგლის აღდგენა მოითხოვონ.