ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე - პრეზიდენტი დუმს
მიხეილ სააკაშვილის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა - საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველის კონსილიუმის სამედიცინო დასკვნით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ომბუდსმენის აპარატს არ შეხმიანებია.
პრეზიდენტის მსგავსად, დუმს პენიტენციური სამსახური. რატი ბრეგაძის უწყებას სახალხო დამცველმა 4 დღის წინ გაფართობული შეხვედრა შესთავაზა.
არ ვიცი, საერთოდ გეგმავს თუ არა შეხვედრას იუსტიციის სამინისტრო. საქმის კურსში არ ვარ, რომ სახალხო დამცველის შეთავაზებაზე იქიდან პასუხი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ამ პერიოდში დაინტერესება არ ყოფილა "- განაცხადა კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.