ივანიშვილი ჩრდილიდან გამოდის - ოლიგარქი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას მოაწყობს

09.05.22 13:37
ივანიშვილი ჩრდილიდან გამოდის - ოლიგარქი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას მოაწყობს

ივანიშვილი ჩრდილიდან გამოდის - საქართველოს ყოფილი პრემიერი Credit Suisse-თან დავაზე  საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს მოაწყობს. მილიარდერის მიერ დაქირავებული PR კომპანიაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის მიზანია, საკითხზე საზოგადოების ინფორმაცია მიაწოდოს. 

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს მეორედ უჩივის და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.  ოლიგარქი ირწმუნება, სასამართლო დასრულების შემდეგ, Credit Suisse-ს მიერ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითიც მას ფინანსური ზიანი მიადგა. 

უფრო კონკრეტულად,  Cision-ი, რომელიც ივანიშვილსა და Credit Suisse-ისგან სხვა დაზარალებულებს ემსახურება, ირწმუნება, რომ Credit Suisse-ის მიერ დანიშნულმა Green Vals Trust-მა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებები დაარღვია და მათი ინტერესები არ დაიცვა.

განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რამაც  ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად დააზიანა.

ამასთან, ოლიგარქის მიერ დაქირავებული კომპანია სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი  პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“

ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არამხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა მოცულობის ზარალი მიადგა ბიძინა ივანიშვილს, ან რა თანხის საბანკო გადარიცხვები შეაყოვნა შვეიცარიულმა ბანკმა - ამის შესახებ ივანიშვილის მიერ დაქირავებული კომპანია არ ამბობს.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სს  თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა. სასამართლო დავა 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 Finantial Times-ის ინფორმაციით, საბოლოოდ, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან მიმდინარე დავა მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-მა ივანიშვილს 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. 

მსგავსი სიახლეები