ინციდენტი კიკვიძის ბაღში- ომის ვეტერანს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

09.05.22 13:45
ინციდენტი კიკვიძის ბაღში- ომის ვეტერანს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

ინციდენტი კიკვიძის ბარში- დაცვის სამსახურმა ომის ვეტერანს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისვლისა და დალაპარაკების საშუალება არ მისცა. როგორც კი მამაკაცი მინისტრებთან და დეპუტატებთან მიახლოებას ცდილობდა, დაცვის სამსახური მისი განეიტრალების სპეცოპერაციას იწყებდა. 

ფაშისტები ხართ, გადავალ აფხაზეთში და ჩემს თავს შევწირავ. ეს კაცი 43-ში დაიღუპა, მისი სახლ-კარი გავყიდე და თქვენ გაჭამეთ. ის ფული თქვენ მოგიტანეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭამა. წელიწადია, თქვენთან შეხვედრას ვითხოვ, არც პრეზიდენტი, არც არავინ არ მხვდება- აცხადებს ომის ვეტერანი.

მსგავსი სიახლეები