ბურუსით მოცული საქმე - დაარღვევენ თუ არა დუმილს სპეცოპერაციით დაკავებული შენგელიები
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შენგელიების სასამართლო პროცესი დაიწყო - ბურუსით მოცულ საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდები 14 აპრილს გარკვეულ ინცინდენტში იღებდნენ მონაწილეობას, რომელიც კონკრეტული პირის დაჭრით დასრულდა.
ამასთან, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 15 აპრილს შენგელიებმა სამართალდამცველების ავტომობილს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს. დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, არალოგიკურია "პრიუსს" შსს-ს კუთვნილი "შკოდის" მარკის ავტომობილი ამოეტრიალებინა.
პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ დაკავებულები გაამტყუნონ. აედევნენ მანქანას რომ გადაემოწმებინათ, ალბათ დევნის შედეგად შეეშინდათ, არ დაემორჩილნენ და ამ ყველაფერს მოჰყვა ეს ყოველივე"- ამბობს დაკავებულის ცოლი.
პროკურატურის განცხადებით, ავტომობილის მძღოლი, დაკავებული ბექა შენგელია, საპატრულო პოლიციის ავტომობილს განზრახ დაეჯახა.
საპატრულო პოლიციის აბტომობილი, შუა ავტობანზე ამოტრიალდა. ეს ადამიანები პოლიციას "ლიმონკის" აფეთქებით და ემუქრებოდნენ"- თქვა პროკურორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დღის წინ თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ერთ პირს ბრალად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, ხოლო მეორეს - დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
უწყების ინფორმაციით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.