საქართველოს მთავრობა ევროკავშირს ხვალ კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს

09.05.22 15:26
საქართველოს მთავრობა ევროკავშირს ხვალ კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს

საქართველო ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს ხვალ გადასცემს. დოკუმენტის ეს ნაწილი 33 თავსა და ორი ათას სამასამდე კითხვას მოიცავს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ პირველი შეფასება ევროკომისიიისგან ერთ თვეში გვეცოდინება.

მანამდე კი კარლ ჰარცელმა იმ კითხვარის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ხვალ საქართველოს ხელისუფლება მას გადასცემს.

ჩვენ ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილს, მაგრამ არ ვიცით, როდის გადმოგვცემენ.

რაც შეეხება პროცესს, მას შემდეგ, რაც მივიღებთ კითხვარს, მას გადავცემთ ევროკომისიას იმისთვის, რომ მან თავისი დასკვნა გამოიტანოს, შემდეგ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

მე ძალიან ფრთხილი ვარ ამ საკითხში საუბრის დროს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია. თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ შემდეგ თვეში ეს დასკვნა მიღებული გვექნება. 

სხვა კომენტარს სანამ დასკვნა მიღებული არ გვექნება, ვერ გავაკეთებ!- განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

პრემიერს, პრეზიდენტს და ქალაქის მერს ამ წუთებში კინო ამირანში ელოდებიან, სადაც ევროპის დღე აღინიშნება და გაიმართება ფილმის ,,მე და ევროპა" პრეზენტაცია. 

მსგავსი სიახლეები