ხმაური გორში - საბჭოური სიმბოლიკის გამოყენების გამო 3 პირი დააჯარიმეს
პოლიციამ გორის ცენტრში მოწყობილი 9 მაისის ღონისძიების სამი მონაწილე განყოფილებაში გადაიყვანა. საბჭოური, კანონით აკრძალული სიმბოლიკის გამოფენის გამო დემონსტანტები ათასი ლარით დააჯარიმეს.
აკრძალონ სხვა დროშა, ფერადი დროშა. ეს ის დროშაა, რომელიც რაიხსტაგზე ქანთარიამ აღმართა. ეს დროსა 9 მაისს სტალინის ძეგლთან უნდა იყოს! - აცხადებს აქციის მონაწილე ვეტერანი.
რუსეთის მომხრე დაჯგუფებები გორის ცენტრში დილიდან 9 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მათ გამოფენილი ჰქონდათ კანონით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა, წითელი დროშა, ნამგალი და ურო.