როგორც ჩანს, ივანიშვილი დასავლეთიდან ბრალდებებს ელოდება - სალომე სამადაშვილი ოლიგარქის შესაძლო სტრატეგიაზე საუბრობს
"ივანიშვილი ელოდება, რომ შეიძლება, გართულდეს მისი ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან, ამიტომ გამოდის ჩრდილიდან" -ამის შესახებ განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, გააკეთა.
დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს დაანონსებას გამოეხმაურა:
განცხადება, რომ ის ჩრდილიდან გამოდის და გადაწყვიტა, რომ საჯარო სივრცეში დაიწყოს საუბარი, გარკვეულწილად უკავშირდება მის თავდაცვის სტრატეგიას, დასავლეთის ბრალდებების შემთხვევაში, რომელსაც როგორც ჩანს, ის სერიოზულად უყურებს და სერიოზულად ელოდება იმას, რომ შესაძლოა, უფრო გართულდეს მისი ურთიერთობები ჩვენ სტატეგიულ მოკავშირეებთან რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, საჯარო სივრცეს გარკვეულწილად დაუბრუნდეს"- აცხადებს დეპუტატი.
ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს. ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს მეორედ უჩივის და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.