ადვოკატები სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვენ - მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ადვოკატები სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.
ჩვენ გთხოვთ, რომ პენიტენციურ სამსახურს დაავალოთ მისცენ ექსპერტებს, რომლებიც არიან სერთიფიცირებული შესაბამისი წესით, ცენტრ "ემპათიიდან" მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით და ჩაატარონ შესაბამისი შუამდგომლობა", - მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით ცენტრ "ემპათიას" ექპერტები სასამართლო პროცესზე განმარტებისთვის დაიბარა. კოჭლამაზაშვილის თქმით, ექსპერტმა უნდა დაასაბუთოს ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა და განსაზღვროს ზუსტად რა რაოდენობის ვიზიტებია საჭირო პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასურველია, რომ მოვისმინოთ განმარტება რა უშლით ხელს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება. განმარტების მოსმენა სასუვრელია, რატომ თვლის არასაკმარისად სამედიცინო დოკუმენტაციას და ითხოვს პირის უშუალო გამოკვლევას. თვქნე ითხოვთ იმდენი ვიზიტის დაშვების შესაძლებლობას, რამდენიც მას დასჭირდება. ამის შესახებაც სასამართლოს სჭირდება დამატებითი ინფორმაციის მიღება ექსპერტისაგან რამდენი ვიზიტი არის საჭირო ადგილზე შესაბამისი დაკსვნის დასაწერად, შეუზღუდავად ასეთ შესაძლებლობას ვერ მივცემთ რამდენ ათეულ და ასეულ ვიზიტს გულისმხობს ექსპერტი ჩვენ არ ვიცით", - განმაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ სხდომაზე ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მივა.