7 დღეში COVID-19-ის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

10.05.22 12:08
7 დღეში COVID-19-ის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2 მაისიდან 8 მაისის პერიოდში, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 984 პირი, ხოლო 8 ადამიანი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ამ პერიოდში სულ ჩატარდა 112 564 ტესტი (101 045 ანტიგენ ტესტი, 11 519 პჯრ ტესტი).

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.66%

მსგავსი სიახლეები