წარმოუდგენელია ახალი ველოსიპედის მოგონება, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება -ღუდუშაური
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება.
ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ენმ თავდებობის ინიციატივის გაჟღერებით ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს დაუმტკიცოს, რომ "რაღაცას ცდილობენ"
სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია. სააკაშვილი მსჯავრდებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, შესაბამისად აქ წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის მოგონება.
ამ ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილის გული მოიგონ და ვიღაცეებს, მათ შორის სააკაშვილს დაუმტკიცონ, რომ მისთვის რაღაცას აკეთებენ"- განაცხადა დეპუტატმა.