თუ ენმ დაიშალება და შემდეგ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას - იაგო ხვიჩია
"გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებობის დოკუმენტზე ხელმოწერის სანაცვლოდ პოლიტიკურ პირობას აყენებს - დეპუტატის თქმით, ენმ უნდა დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა.
გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მოუნდეთ მისი მხარდაჭერა. თუ ნაციონალური მოძრაობა სერიოზულოად შეხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას და სხვა ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა თუ გათავისუფლებისკენ"- ამბობს იაგო ხვიჩია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელმოწერისთვის მზად არიან. დოკუმენტზე ხელმოწერით დეპუტატები იღებენ ვალდებულებას რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს, მკურნალობის დასრულებისთანავე უკან ისევ ციხეში დაბრუნდება არ მიიმალება. ამ შემთხვევაში კი გარანტორები საქართველოს პარლამენტის წევრები იქნებიან.