ენმ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვებას და საერთაშორისო მედიკოსთა ჯგუფის მიერ მისი მდგომარეობის შესწავლას ითხოვს

10.05.22 13:07
ენმ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვებას და  საერთაშორისო მედიკოსთა ჯგუფის მიერ მისი მდგომარეობის შესწავლას ითხოვს

"დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები პრეზიდენტთან  ციხეში" - პარლამენტის სხდომა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დებატებით გაიხსნა.

,,ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილთან ციხეში  უცხოელი ექიმების შეშვებას და მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობის საერთაშორისო მედიკოსთა ჯგუფის მიერ შესწავლას ითხოვს.

დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, მხარეს მოთხოვნილი აქვს საერთაშორისო ექსპერტის ჩამოსვლა. 

მეორე - თამარ კორძაიამ გააკეთა განცხადება ამის შესახებ, ეს გულისხმობს  იმას, რომ საერთაშორისო ექიმები, მაღალი რეპუტაციის კლინიკებიდან  დაუყოვნებლივ უნდა შევიდნენ და შეისწავლონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

კოლეგებო, თქვენ არ მოგწონთ, როდესაც იანუკოვიჩის რეჟიმს გადარებთ, მაგრამ ტიმოშენკოს იმ "ქეისს" შეგახსენებთ, როდესაც უკრაინის მაშინდელმა პროკურორმაც კი ვერ გაბედა იმის თქმა, რაც გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. უკრაინის მაშინდელმა პროკურორმაც კი დაუშვა საერთაშორისო ექიმები ტიმოშენკოსთან, რომელიც 2 კვირა შიმშილობდა. მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა, შიმშილობს და მას უმძიმესი მდგომარეობა აქვს"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის მიერ კულისებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებაც შეაფასა და თქვა, რომ ჩრდილიდან გამოსვლა ოლიგარქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "მის ფულს საფრთხე შეექმნა". 

 

მსგავსი სიახლეები