მზად ვიყავი ჩვენების მისაცემად, ადგილზე გვჭირდება პაციენტის შესწავლა - ჯიშკარიანი

10.05.22 13:22
მზად ვიყავი ჩვენების მისაცემად, ადგილზე გვჭირდება პაციენტის შესწავლა - ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, აცხადებს, რომ ის დღევანდელ პროცესზე სასამართლოსთვის განმარტებების მისაცემად მზად იყო, თუმცა მოულოდნელად აცნობეს, რომ პროცესი გადაიდო.

ჯიშკარიანის თქმით, ექსპერტების ჯგუფს მიხეილ სააკაშვილთან შესვლა და მისთვის სამედიცინო კვლევების ჩატარება ესაჭიროება, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია, ზუსტად განისაზღვროს, რამდენი ვიზიტი იქნება საჭირო და მოხერხდება თუ არა ციხის პირობებში მისი კვლევა. 

მე, რა თქმა უნდა, უკვე მზად ვიყავი, პროცესზე წავსულიყავი, უკვე ტაქსი მქონდა გამოძახებული, დამირეკეს, რომ სასამართლო გადაიდო.

მე, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი, მივსულიყავი სასამართლოზე და მომეხსენებინა, რომ 30 დეკემბრიდან მოყოლებული ექსპერტებს არ უშვებენ, რაც შეეხება განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას, ეს შეიძლება, იყოს 10 ვიზიტი, როგორც მინიმუმ შეიძლება, დაგხვდეს იმდაგვარი მდგომარეობა, რომ აუცილებელი გახდეს სტაციონარული წესით პაციენტის გამოყვანა და გამოკვლევა. ადგილზე გვჭირდება პაციენტის შესწავლა და თუ ეს იქნება შეუძლებელი, რა თქმა უნდა,  სტაციონარულ გამოყვანასაც მოვითხოვთ", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

მსგავსი სიახლეები