"ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ მიდგომებია შეცვლილი -მაგალითად ყოველ 5 დღეში 3 გვამი არ გამოდის იქიდან" - ხუნდაძე

10.05.22 13:08
"ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ მიდგომებია შეცვლილი -მაგალითად ყოველ 5 დღეში 3 გვამი არ გამოდის იქიდან" - ხუნდაძე

"7 თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე"-  ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პროფესიით ექიმმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

დეპუტატმა დრო წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და თქვა, რომ "2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს".

ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო, 7 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე დღეს ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურადაა შეცვლილი. მაგალითად ყოველ 5 დღეში 3 გვამი სტაბილურად არ გამოდის იქიდან"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები