სააკაშვილისგან ენმ-ს ლიდერებმა მიიღეს საყვედური და დავალება, რომ მისი თემა არ დაუშვან დაბლა - თალაკვაძე

10.05.22 13:29
 სააკაშვილისგან ენმ-ს ლიდერებმა მიიღეს საყვედური და დავალება, რომ მისი თემა არ დაუშვან დაბლა - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "დიდი ალბათობით, იხეილ სააკაშვილისგან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მიიღეს საყვედური და დავალება, რომ მისი თემა არ დაუშვან დაბლა".

თალაკვაძე მედიასთან ენმ-ს წევრებისა და ადვოკატების ინიც ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ და ექსპრეზიდენტს თავდებში უდგებიან. 

ყოველდღიურად ამ თემის წამოწევა და გაცოცხლება განპირობებულია ერთადერთი მიზეზით, რომ დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილისგან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, პარლამენტის წევრებმა მიიღეს საყვედური, დავალებაც ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა არ დაუშვან დაბლა თავის დღის წესრიგში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ყოფილ პრეზიდენტს დიაგნოზიც კი დაუსვა: 

საქართველოში არცერთი ექიმი არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია თუ რა ხდება? ეს სპეკულაციები რისთვის არის დაგეგმილი, ამაზე ერთადერთი პასუხის გაცემა შეიძლება, რომ გასაჯაროვდეს მონაცემები, რაზეც იმართება სპეკულაცია"- აღნიშნა მან. 

მსგავსი სიახლეები