სააკაშვილი საქართველოში იყო კლინიკაში და ვერ უშველეს, ამიტომ აუცილებელია უცხოეთში გადაყვანა - ნაყოფია

10.05.22 15:13
სააკაშვილი საქართველოში იყო კლინიკაში და ვერ უშველეს, ამიტომ აუცილებელია უცხოეთში გადაყვანა - ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 დაწებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ მოინახულა.  ნაყოფიას თქმით, სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს, ამიტომ მისი მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაგრძელდეს.

მეუბნებოდა, რომ ვერ ღებულობს საკვებს, განა არ - ვერ!  ანუ გამოსაკვლევი იყო, ანუ იყო დასადგენი მიზეზი. დღეს იუსტიციის მინისტრი გამოდის და იძახის, რომ არ ღებულობსო. არ-სა და ვერ-ს შორის  ძალიან დიდი განსხვავებაა. იყო ის ერთხელ საქართველოში გადაყვანილი, მაგრამ ფაქტია, რომ მას ვერ უშველეს. ამიტომ არის აუცილებელი მისი გადაყვანა უცხოეთში", - ამბობს კობა ნაყოფია. 

მსგავსი სიახლეები