საქართველომ ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

10.05.22 15:05
საქართველომ ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

მოლოდინი რეჟიმი ჩაირთო. საქართველომ ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ახლა ჩვენი ქვეყანა ევროგაერთიანების პასუხს ელოდება.

იწყება ყველაზე რთული მოლოდინისა და შემდეგ უკვე მოთხოვნების შესრულების პროცესი. ახლა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩვენი მთავრობის პასუხებით უნდა დაადგინონ, არის თუ არა მზად საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად.

თუმცა, ვიდრე ამ სტატუსს მივიღებთ, იქნება დიდი განხილვები, მათ შორის, ევროპარლამენტში, სადაც მთავრობამ არა ერთ კრიტიკულ კითხვას უნდა უპასუხოს.

ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები