საუბარი არ იყო მკურნალობაზე, მხოლოდ გამოკვლევებზე - სააკაშვილის პასუხი "ვივა მედში" გადაყვანაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, კლინიკა „ვივა მედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურს ამ შეთავაზებაზე დღეს უარი უთხრა.
პატიმარი პრეზიდენტის პოზიცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა კობა ნაყოფიამ გახმოვანა. ნაყოფიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს "ვივა მედში" არა მკურნალობას, არამედ მხოლოდ კვლევების ჩატარებას სთავაზობენ, რის შემდეგაც პატიმარს ისევ ციხის საკანში დააბრუნებდნენ.
ნაყოფია ამბობს, რომ ბრეგაძის უწყების შეთავაზებაზე სააკაშვუილი უარს არ ამბობს, თუმცა უწყების მოთხოვნა იყო პატიმარი კლინიკაში დღესვე გადაეყვანათ, რასაც მესამე პრეზიდენტი არ დათანხმდა. მიზეზი კი ოჯახთან შეხვედრაა.
მას უკვე აცნობეს, რომ ის იქნებოდა გადაუვანილი, იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე, საუბარია მხოლდო გამოკვლევასთან დაკავშირებით, ანუ მას შესთავაზეს, რომ "ვივა მედში" გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან გადაიყვანდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თან შესთავაზეს, რომ მომხდარიყო ეს დღეს, მან უთხრა რომ ვერ წავიდოდა, რადგან უიშვიათესი დღე არის როცა ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, ელოდა რომ მნიშვნელოვანი დღე იყო და მოუწია ამ შემოთავაზებაზე უარის თქვა. ხაზი მინდა გავუსვა, ეს არსი მხოლოდ გამოკვლევებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ის ყველა შეთავაზებას განიხილავს და ამ შეთავაზებაზეც მან თანხმობა მისცა, მაგრამ ვერ წავდიოდა დღეს ოჯახს ელოდებოდა, აუცილებლად გადავა კვლევების ჩასატარებლად ", - ამბობს კობა ნაყოფია.
იუსტიცის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში - ვივა მედში, გადაყვანა შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება რატი ბრეგაძემ გააკეთა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" მიიღეს.
ბრეგაძის განცხადებით კლინიკაში სააკაშვილს გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.