წითლიძე სოზარ სუბარს ალკოდამოკიდებულების პროგრამაში ჩართვას ურჩევს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატს, სოზარ სუბარს, „ალკოდამოკიდებულების პროგრამით“ სარგებლობისკენ მოუწოდა.
დეპუტატმა "დიაგნოზი" მმართველი პარტიის თავმჯდომარესაც დაუსვა:
ის, რაც სააკაშვილის სჭირს, ეს წამებით არის გამოწვეული და იმით, რომ ხელისუფლებამ ის სათანადო სამედიცინო მომსახურეობით არ უზრუნველჰყო, ხოლო ის, რაც ბატონ კობახიძეს სჭირს და ეს სულაც არ არის სირცხვილი, ფსიქოლოგიურ ენაზე ამას ქვია არასრულფასოვნების კომპლექსი.
"სუიციდის პროგრამით" სარგებლობა შესთავაზა (მიხეილ სააკაშვილს) ბატონი სუბარი აქ არ არის და გადაეცით, რომ არსებობს ძალიან კარგი პროგრამა - „ალკოდამოკიდებულების პროგრამა“ და ვფიქრობ, ამით ბატონმა სუბარმა უნდა ისარგებლოს“, - განაცხადა წითლიძემ.