ყოველ ნახვაზე მისი მდგომარეობა გაუარესებულია, რაც რთული საყურებელია - ედუარდ სააკაშვილი

10.05.22 17:06
ყოველ ნახვაზე მისი მდგომარეობა გაუარესებულია, რაც რთული საყურებელია - ედუარდ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მისმა შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისი დაკვირვებით,  მამამისის მდგომარეობა გაუარესებულია. 

რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა შანსი მისი ნახვის. სამწუხაროდ, ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში. რაც რა თქმა უნდა არის ძალიან რთული საყურებელი. რეალურად ამ სიტუაციაში ვართ მთლიანად უძლურები. არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან მიმართებაში. ერთადერთი, ვისაც  რამის გაკეთება შეუძლია არის სახელმწიფო. მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მას უმკურნალონ, რა თქმა უნდ ამე გახარებული ვარ, რომ შესთავაზეს გადასვლა, ვნახოთ რა შედეგამდე მივა, მაგრამ ეს პოზიტიური ნაბიჯია, მე როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა. 

ედუარდ სააკაშვილთან ერთად ციხეში გიული ალასანიაც იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები