თბილისის საკრებულოს წევრი, გიორგი ონიანი, შესაძლოა, პუტინის გინების გამო დაიჭირონ

10.05.22 17:59
თბილისის საკრებულოს წევრი, გიორგი ონიანი,  შესაძლოა, პუტინის გინების გამო დაიჭირონ

პუტინის გინების გამო თბილისის საკრებულოს წევრს შესაძლაო, პატიმრობა დაემუქროს.  შსს ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატს ,,ნაცმოძრაობიდან", გიორგი ონიანს, ადმინისტრაციულ სამართლდარღვევას ედავება.

დეპუტატის  წინააღმდეგ პოლიციას რუსეთის მოქალაქემ მიმართა. სიტყვიერი დაპირისპირების მოტივი კი პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზა გახდა.

ონიანის ადვოკატის ინფორმაციით, დეპუტატს ედავებიან მანქანაში პუტინის შეურაცხმყოფელი მუსიკის ჩართვას და წარწერის გაკეთებას  ,,პუტინ ხუი..ო".  აღნიშნული ქმედება რუსეთის მოქალაქემ მიიჩნია შეუარაცხყოფად და გამოიძახა პატრული, რომერლმაც ადმინსიტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.

ფაქტი 4 მაისს, ქალაქ ბუჩას ტრაგედიის დღეს მოხდა. საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი ონიანმა, როცა დაინახა, თუ როგორ გადაადგილდებოდდა მანქანა რუსული ნომრებით, პროტესტი გამოხატა.

გიორგი ონიანი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აძლევს უფლებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნებითა და სიმბოლიკით თავისუფლად გადაადგილდეწს.

ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, არც ის რუსეთის მოქალაქე არ არის დამნაშავე, ვისთანაც ინციდენტი მოხდა. რადგან სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა, რომ რუსული ნომრებით ამ ომის პირობებში, სადც პუტინი კლავს მათ შორის მცირეწლოვან მოქალაქეებს, როცა პუტინი აღიარებულია როგორც ტერორისტი და მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი აქვს მიტაცებული, ამ დროს შემოსულიყვნენ რუსეთის მოქალაქეები და არხეინად ეცხოვრათ იმ რუსული ნომრებით, რომელსაც რუსული დროშა ამშვენებს - განაცხადა გიორგი ონიანმა. 

საკრებულოს წევრის საქმეზე სასამართლო მსჯელობას ამ წუთებში იწყებს. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელს არე შეუფარდებენ.

მსგავსი სიახლეები