ეს ის დაავადებებია, რომელსაც აქ არ ეშველება არაფერი - გიული ალასანია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს მკურნალობა შესთავაზეს, მას პოზიტიური მოლოდინები გაუჩნდა. ამის შესახებ ალასანიამციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისიტებთან ისაუბრა.
ალასანია ამბობს, რომ მის შვილს რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
ეს ის დაავადებებია, რომელსაც აქ არ ეშველება არაფერი ესეც არაერთხელ ითქვა, ექიმებმა თქვეს და ამას აუცილებლად დაჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ. რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და მე ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელია და ადამაინს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა", - თქვა გიული ალასანიამ.