დიალოგის დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ დრო არ გვაქვს - სააკაშვილის პირადი ექიმი ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი საგანგებო მისიით ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა.
ნიკოლოზ ყიფშიძე დღეს პაციენტთან შეხვედრას შეეცდება -"პირველების" ინფორმაციით კლინიკა "ვივა მედში" სააკაშვილის მოსათავსებელი სპეც პალატა უკვე მოამზადეს თუმცა ამ დრომდე იუსტიციის სამინისტროს მესამე პრეზიდენტისთვის პასუხი არ გაუცია რა პირობებით გადაჰყავთ სააკაშვილი ციხიდან საავდმყოფოში და ჩართვას თუ არა მკურნალობის პროცესში ნიკოლოზ ყიფშიძეს.
ყიფშიძე ამბობს, რომ დიალოგის დაწყება კარგია, თუმცა დრო არ ითმენს, რადგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მედიკოსი იხსენებს პრაქტიკას, როცა მისი თქმით, რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში კომუნიკაცია ჰაქონდა ექიმებთან.
დიალოგის დაწყება კარგია, მაგრამ ჩვენ დრო არ გვაქვს. კარგად ვურთიერთობდი ციხის ექიმთან. გორთან დაკავშირებით ციტა გართულებული იყო, მაგრამ ასევე მქონდა ურთიერთობა ექიმებთან, ექთნებთან. თუმცა მე არ მაქ უფლება თვითონ დავნიშნო მკურნალობა, შემიძლია მხოლოდ კონულტაცია გაუწიო და დავეკლაპარაკო ავადმყოფს.
მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა გაკეთდეს. მე პრობლემა არ მაქვს არცერთ კონისლიუმთან, არცერთ ექიმთან. თვითონ შეადგინონ ეს კონსილიუმი და ნახოს ამ კონსილიუმმა. მაგრამ ეს ჩქარა უნდა მოხდეს"- აცხადებს ყიდშიძე.