კობახიძეს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია, ამიტომ დაეყრდენით მის განცხადებას - გურამ მაჭარაშვილი

11.05.22 11:51
კობახიძეს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია, ამიტომ დაეყრდენით მის განცხადებას - გურამ მაჭარაშვილი

მმართველი პარტია ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებებს, საიდან აქვთ ინფორმაცია, რომ ივანიშვლის წინააღმდეგ შვეიცარულ ბანკს შეზღუდვების დაწესება დასავლეთმა სთხოვა - "პირველების" კორესოიდენტი დილიდან ცდილობს ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხზადებაზე განმარტებები მიიღოს. 

რამდენიმე დეპუტატი კითხვას გაექცა,  გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ "კობაიძეს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია, ამიტომ მის განცხადებას უნდა დავეყრდნოთ".

კობახიძე პარტიის თავმჯდომარეა და როცა აკეთებს განცხადებას, მას ამის საფუძველი აქვს. ამიტომ რა განცხადებაც გააკეთა დაეყრდენით მას. საქართველოშიც და მათ შორის ევროპაშიც არიან ცალკეული ადამიანები, ვისაც არ სიამოვნებს საქართველო-ევროკავშირის ასეთი წარმატებული ურთიერთობები"- განაცხადა დეპუტატმა. 

გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი პარტიის დამფუძნებელს შეთქმულებას უწყობენ. ვინ,  კობახიძეს არ დაუსახელებია,  თუმცა  მიანიშნა რომ დასავლეთს გუსლიხმობდა.  

მსგავსი სიახლეები