პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან, ზურა აზარაშვილი დეპუტატების კითხვებს საპარლამენტო ტრიბუნიდან უპასუხებს.
ჯანდაცვის მინისტრთან ოპოზიციას ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის კლინიკებიდან გაფლანგულ მილიონებზე რომელიც კოვიდის მართვის ნაცვლად გაიფლანგა.
მინისტრი ამბობს, რომ რომ პასუხის აგებს ყველა ვინც თანხები არამიზნობრივად დახარაჯა, თუცმა რამდენიმე თვე გავიდა და გაფლანგული თანხის კვალზე ვერ გავიდა.
ჯანდაცვის მინისტრმა თავისი საქმიანობა სკანდალებით დაიაყო, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით და პანდემიასთან დაკავშირებით. სწორედ პანდემიასთან დაკაცვშირებით გვექნება ძალიან ბევრი კითხვა - მოხდა თუ არა რეალურად თანხების გაფლანგვა და სად წავიდა ეს თანხები. ასევე დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე - ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე არის უმუშევარი და უიმედოდ, რომ ოდესმე იშოვის სამსახურს"- აცხადებს ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი.