ივანიშვილს პრობლემები აქვს - ოლიგარქს უცხოეთიდან ხელოვნების ნიმუშების და ვერტმფრენის გადაადგილებაში შეფერხებები შეექმნა
ბიძინა ივანიშვილს ახალი პრობლემები აქვს - დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკიდან ოლიგარქს ხელოვნების ნიმუშების გადატანა უნდოდა, თუმცა ამის უფლებას ორი კვირის განმავლობაში არ აძლევდნენ.
უცნობია, სად მიჰქონდა რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ივანიშვილს ლონდონსა და ნიუ იორკში შენახული მრავალმილიონიანი ტილოები.
ივანიშვილს პრობლემები შეექმნა გერმანიაშიც მას უარი ახლადშეძენილი ვერტმფრენის გამოგზავნაზე უთხრეს.
ირკვევა რომ ოლიგარქმა პირადი მოხმარებისთვის ახალი ვერტმფრენი შეიძინა ის მარტის დასაწყისში უნდა მიეღო თუმცა არ გამოუგზავნეს.
მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა"- წერია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.