ენმ სააკაშვილს თავდებში უდგება - დოკუმენტი პარტიამ იუსტიციის სამინისტროში შეიტანა

11.05.22 13:19
ენმ სააკაშვილს თავდებში უდგება - დოკუმენტი პარტიამ იუსტიციის სამინისტროში შეიტანა

"ნაციონალური მოძრაობა" მხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება. შესაბამისი დოკუმენტი პარტიას ისუტიციის სამინისტროში შეაქვს. თავდებობის დოკუმენტზე ხელმოწერით  დეპუტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში, ის უკან, ციხეში დაბრუნდება და არ მიიმალება. 

ფარქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა შეუძლია.

სრული შემადგენლობით პოლიტიკურ განაცხადს ვაკეთებთ თავდებობაზე. ეს მესმის, რომ სამართლებრივი ჩარჩო, რა თქმა უნდა, არ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ, მე არ ვიცი, რატომ ცდილობს ოპოზიციის რაღაც ნაწილი, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს. ეს გასაგებია, რომ პოლიტიკური ნაწილია. ამიტომ, ღიაა ეს დოკუმენტი, ვისაც უნდა არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ საზოგადოების მხრიდანაც, შეუძლია ამ თავდებობაზე განაცხადაი გააკეთოს. იმედია, რომ ისინი ამ განახცადს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციიდან გაითვალისიწნებენ, - ამბობს დეკანოიძე.

"ქართული ოცნება" კი უწინდებურად მიიჩნევს, რომ ენმ პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნის მოთხოვნა, სამართლებრივად უსაფუძვლოა. 

მე ვფიქრობ, სამართლებრივ ნაწილში საკმაოდ მოისუსტებს და საერთოდ უსაფუძვლოა. რა თავდებობაზეა ლაპარაკი. ადამიანმა უნდა იმკურნალოს და თავს მიხედოს, რომ არ იყოს მისი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, მაგრამ მიზანი სწორედ ეს არის. აქედან აგმომდინარე, ეს თავდებობა, ნებისმიერი სხვა მანიპულაციებია, მეტი არაფერი, - ამბობს გიორგი ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები