კობახიძის შეცვლილი ტაქტიკა - "ოცნების"თავმჯდომარე ივანიშვილის პრობლემებზე პოლიტიკურ განცხადებებს აღარ აკეთებს

11.05.22 15:13
კობახიძის შეცვლილი ტაქტიკა - "ოცნების"თავმჯდომარე ივანიშვილის პრობლემებზე პოლიტიკურ განცხადებებს აღარ აკეთებს

დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და შვეიცარია - ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნები სადაც ფულს და ქონებას ინახავს, საკუთარი აქტივების თავისუფლად განკარგვის უდლებას არ აძლევს. 

"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ "შეფერხება" იყო, თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით, ირაკლი კობახიძე დღეს ივანიშვილის ახალ პრობლემეზე პოლიტიკურ შეფასებებს აღარ აკეთებს. 

"იმისთვის, რომ ჩვენ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება თავიდან ავირიდოთ, სჯობს დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ"- თქვა მან. 

შეფერხება მოისხნა, თუმცა შეფერხება ერთი თვე, თვე ნახევარი იყო. შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, ეს კითხვები ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ, მითუმეტეს, ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას. ერთადერთი რაზეც შეიძლება იყოს ეჭვი, და ლეგიტიმური კითხვები დაისვა, არის შანტაჟი"- თქვა კობახიძემ. 

ბიძინა ივანიშვილს ახალი პრობლემები აქვს - დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკიდან ოლიგარქს ხელოვნების ნიმუშების გადატანა უნდოდა, თუმცა ამის უფლებას ორი კვირის განმავლობაში არ აძლევდნენ.

უცნობია, სად მიჰქონდა რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ივანიშვილს ლონდონსა და ნიუ იორკში შენახული მრავალმილიონიანი ტილოები.

ივანიშვილს პრობლემები შეექმნა გერმანიაშიც მას უარი  ახლადშეძენილი ვერტმფრენის გამოგზავნაზე უთხრეს.

ირკვევა რომ ოლიგარქმა პირადი მოხმარებისთვის ახალი ვერტმფრენი შეიძინა ის მარტის დასაწყისში უნდა მიეღო თუმცა არ გამოუგზავნეს. 

ამასთან ირაკლი კობახიძემ გუშინ არ გამორიცხა, რომ შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა Credis Suisse ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვა "კოორდინირებული ქმედებების" გამო შეაფერხა. 

მსგავსი სიახლეები