"ხელოვნურად აწეული თემა, ლობისტების გავლენა"- ზარქუა ივანიშვილის ირგვლივ არსებული სკანდალის უკანაც ენმ-ს ხედავს
"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილს ისევ იცავს - მმართველი პარტიის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესება "ხელოვნურად აწეული თემაა".
მეტიც, ზარქუა ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ კამოანიას "ფასიანი ლობისტების გავლენას" უკავშირებს.
დეპუტატის განცხადებით, მსგავსი ლობისტები "წლებია ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას".
"იმათი გავლენა შეიძლება იყოს. მაგალითად კარლ ბილტი, სააკაშვილის მეგობარი, ერთად ბიზნეს თემები ჰქონდათ" - ამბობს დეპუტატი.
ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და შვეიცარია - ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნები სადაც ფულს და ქონებას ინახავს, საკუთარი აქტივების თავისუფლად განკარგვის უდლებას არ აძლევს.